ევროკავშირის ლიდერები ს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავენ

თბილად მივესალმები ს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას იწყებს. მოუთმენლად ველი უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ევროპის შექმნაზე ერთად მუშაობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „დანიური პრაგმატიზმისა და ლიდერობის წყალობით, ევროპა საიმედო ხელშია“.
დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.
„მოდით, ერთად ვიმუშაოთ უფრო ძლიერი და უსაფრთხო ევროპისთვის – მზად ვიყოთ წარმატების მისაღწევად ცვალებად სამყაროში“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
დანიას წარმატებულ ექვს თვეს უსურვებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
„გისურვებთ წარმატებებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ძვირფასო მეტე ფედერიქსენო, მოუთმენლად ველი ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას“, – წერს კოშტა.
შეგახსენებთ, დანიამ დღეს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“