ჩინეთმა ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურები გაამარტივა

ჩინეთმა ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურები გაამარტივა. ტურისტული ვიზის განმცხადებლებს აშშ-ში აღარ დასჭირდებათ ავიაბილეთის დაჯავშნა, სასტუმროს ჯავშანი ან მოსაწვევი წერილის წარდგენა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პეკინმა 1-ლი დეკემბრიდან საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში უვიზო რეჟიმი დააწესა. უვიზო რეჟიმი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ტურისტებს ჩინეთში ჩასვლა 15 დღემდე ვადით შეუძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა