გიორგი შარაშიძე – რვა პარტია გადაწყვეტილად აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, მაგრამ რა გზით მივლენ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის დამარცხებამდე, გეგმა არ არსებობს – ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვცვლით და არც შევცვლით

გიდასტურებთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს არ შევცვლით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება თვითმმართველობის ს ბოიკოტთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში არ ჩანს გზა და ალტერნატიული გეგმა „რეჟიმის დამარცხებისთვის“.
„მათ გადაწყვიტეს, საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ ეს რვა პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილად აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, მაგრამ რა გზით მივლენ ისინი ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის დამარცხებამდე, ეს გზა და ალტერნატიული გეგმა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ გავიგე. ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვცვლით. ვინც იცნობს ჩვენი პარტიის თანმიმდევრულობას, არავის არ უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტყიელბას შევცვლიდით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვცვლით და არც შევცვლით.
მე ვერანაირიად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა დღეს არის რაიმე ფორმით თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“. სრულიად საპირისპირო რეალობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ “ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს”.