გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა –

გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, მთელი ოპოზიცია, მათ შორის, მისი პოლიტიკური პარტიაც და თვითონ გახარიაც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას და მის გეგმებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ ოპოზიცია და, მათ შორის, გახარია მსგავს მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი რადიკალური ოპოზიციის პატრონებს მიუძღვით.
„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან – არ უნდა. არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან – არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია და მათ შორის, ეს პოლიტიკური პარტიაც და ეს ადამიანიც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას