იოჰან ვადეფული – უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს – პუტინის საუბარი მშვიდობაზე დაცინვაა

უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, რათა უკრაინამ საკუთარი თავდაცვისთვის უფრო სწრაფად და უფრო მეტის წარმოება შეძლოს. შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს“, – განაცხადა იოჰან ვადეფულმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მოჩვენებითია“.
„დღეს, როდესაც პუტინი მშვიდობის შესახებ საუბრობს, ეს უბრალოდ დაცინვას წარმოადგენს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინაში დღეს ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა