მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე 1-ელ ივლისს ჩანიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო გალუსტასშვილმა, ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის შუამდგომლობა 1-ელი ივლისის პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა, მოსამართელს განუცხადა, რომ 1-ელ ივლისს ბრალდებული ონისე ცხადაძის მამის დაკრძლვაა და სოლიდარობის ნიშნად სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებენ, მაგრამ, რადგან სხდომებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესის გადადებას ითხოვენ.
“მოგეხსენებათ, 1 ივლისს ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაა და სოლიდარობის ნიშნად, არ ვაპირებთ სხდომაზე გამოცხადებას. ვინაიდან, სხდომებში მონაწილეობა გვინდა, გთხოვთ, რომ გადადოთ ხვალინდელი პროცესი“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ირაკლი ქერაშვილმა.
აღნიშნულს პროკურორებიც დაეთანხმნენ და მოსამართლემ პროცესი 4 ივლისს გადადო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა 4 მოწმე პოლიციელი გამომითხეს და წერილობითი მასალები გამოიკვლიეს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.