ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ცესკოს თავმჯდომარემ რეგიონული ფორუმის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
„ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდების ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებაც. ვფიქრობ, ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უწყებისთვის, ასევე ზოგადად დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიც განვიხილე და მათთვის საინტერესო მნიშვნელოვან კითხვებსაც ვუპასუხე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ცესკოს თავმჯდომარემ ფორუმის მიმდინარეობისას დეზინფორმაციაზეც ისაუბრა. მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.
პროექტი – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრა კახეთსა და აჭარაში. ქუთაისში გამართულ რეგიონულ ფორუმში ქუთაისის, მარტვილის, ხობის, ხონის, ჩხოროწყუსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოების წევრები და კოორდინატორები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”