თურქეთის იზმირის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობას ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ათასზე მეტი ადამიანი ცდილობს

თურქეთის დასავლეთ პროვინცია იზმირში მეხანძრეები მეორე დღეა ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტყის მეურნეობის მინისტრის იბრაჰიმ იუმაქლის განცხადებით, იზმირის კუიუჩაკისა და დოგანბეის ტერიტორიებზე გაჩენილი ხანძრების გავრცელებას ღამით 40-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი უწყობდა ხელს, რის გამოც ოთხი სოფლისა და ორი უბნის მოსახლეობა ევაკუირებულია.
მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენები, სახანძრო თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები და ათასზე მეტი ადამიანი ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის