დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში, კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას

დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში, კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას
იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ, რამდენიმე ელჩი წამოვედით, ლევან მიქელაძემ დაიწყო ეს, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ, ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ესეც. სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ყველაზე დიდი შეუთავსებლობა პირადად სააკაშვილთან და მის რეჟიმთან, რაც ხდებოდა. ეს ძალიან რთული პროცესი იყო, შემდეგ უკვე სამხედრო აგრესიაში ჩვენი ჩაბმა, ბუნებრივია, – ამის შესახებ დიპლომატმა ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2009 წლიდან უკვე თანამოაზრეებთან ერთად, პოლიტიკაში ჩაება, ვინაიდან, “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით ყოფნა და რეჟიმთან შეგუება, მაშინ წარმოუდგენელი იყო. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ დღესაც ბევრი მისი კოლეგა არ ეთანხმება კონკრეტულ საკითხებს, თუმცა, ბევრი მათგანი არ ახსოვს არც “ნაცმოძრაობის” პერიოდში, როდესაც ისინი კარგად ეგუებოდნენ არსებულ ვითარებას და არც 2025-16 წლებში, ევროინტეგრაციის გზაზე ახსოვს მათი ძლიერი მხარდაჭერა.
“ლევან მიქელაძე იმ პერიოდში უკვე წასული იყო, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ წავიდა. იგი ასაკითაც და გამოცდილებითაც უფროსი იყო, ჩვენი უფროსი მეგობარი იყო და ეს პატივია ჩემთვის, რომელმაც მაშინ გვთხოვა რამდენიმე მეგობარს, რომ თქვენ არ იჩქაროთ ბიჭებო ამის გაკეთება დღეს, იმიტომ, რომ თქვენ ბოლომდე კიდევ რაღაცები გაქვთ მისაყვანი. მაშინ გაეროში განიხილებოდა აფხაზეთის რეზოლუცია, მე მქონდა ეუთო-ში გასაზრდელი მონიტორების რიცხვი ომის შემდგომ პერიოდში, 2008 წლის დეკემბრამდე, იმიტომ, რომ მინისტერიალზე მტკიცდებოდა ამგვარი შეთანხმებები.
მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ჩვენ იქ და 2009 წლის უკვე 1 იანვრიდან უკვე თბილისში ვიყავით, როდესაც ჩავებით პოლიტიკურ ცხოვრებაში. სულ არ იყო ეს ჩემი თვითმიზანი, მაგრამ ამის შეგუება და მათ გვერდში ყოფნა, იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი იყო. დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მე შეიძლება ყველას გადაწყვეტილებას პატივი ვცე, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში – იქ სულ რამდენიმე ადამიანი იყო და ძალიან კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას, ეს არ ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს, ეს ეხება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იქნებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. მე არ მახსოვს არც იმ პერიოდში და არც მერე, 2005-16 წლები, ან 2012 წლიდან, რაიმე გვერდში ძლიერი დგომა ან მათ მიერ გაწეული საქმიანობა.” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
Next: ევროპარლამენტარებისთვის მიკითხავს, არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე გველაპარაკებით, იგი დამნაშავეა თუ არა – საერთოდ არ მაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს გარეთ – ამდაგვარი პოლიტიკური მხარდაჭერაც ჰქონდათ

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით