ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ის მყიდველი ჰყავთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც დაახლოებით ათი დღის წინ ხელი მოაწერა ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის აკრძალვის კიდევ სამი თვით გადადებას, განაცხადა, რომ ამ პლატფორმის მყიდველი ჰყავთ.
29 ივნისს ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ს უთხრა, რომ ეს არის „ძალიან მდიდარი ხალხის ჯგუფი”. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მათი ვინაობა არ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ დაახლოებით ორ კვირაში იტყვის.
ვარაუდობს, რომ ჩინეთის მეთაური სი ძინპინი გარიგებას დასთანხმდება.
-ის წინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში მოაწერა ხელი კონგრესის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმად, თუ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პლატფორმას ამერიკულ კომპანიებს არ მიჰყიდის, შეერთებულ შტატებში TikTok-ი დაიბლოკება. ბოლო ვადად დასახელებული იყო 2025 წლის 19 იანვარი.
კონგრესში კანონის მიღების აუცილებლობა იმით ახსნეს, რომ პეკინის მოთხოვნით TikTok-ს შეუძლია ამერიკელი მომხმარებლების პირადი მონაცემები ჩინეთის მთავრობას გადასცეს, რაც შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი განკარგულებებით კანონის ამოქმედება სამჯერ გადაავადა. სულ ბოლოს 19 ივნისს, კიდევ 90 დღით.
ფორუმი