ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემის „პოლიტ ქალაქის“ წამყვანის კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.
„კი. თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება. მე არ ვამბობ, რომ სიცხადე ზუსტად მე, როგორც ვამბობ, ისეთი უნდა იყოს – პუნქტები, ზუსტად, რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს. უბრალოდ, მე საზოგადოებას ვაცნობ ჩემს ხედვას, როგორ ვიბრძოლოთ. თუ ამ ხედვაზე ჩვენ ყველა ჩამოვყალიბდებით ერთიანად, თუნდაც კორექტირებებს შევიტანთ ფორმებში, (ჩემს ჭკუაზე კი არ უნდა იარონ), მაგრამ თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე, მაშინ მთელი ჩემი ენერგიით გადავერთვები ბრძოლაში, რომლისაც მჯერა“, – განაცხადა ხოშტარიამ გადაცემა “პოლიტ-ქალაქისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც „პალიტრანიუსის“ ეთერში დღეს, 20:00 საათზე გავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო