მცხეთაში ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა.
ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და მძღოლს ტრანსპორტის გაჩერებისკენ მოუწოდეს.
“გვანიშნებნდნენ, გააჩერეთ ავტობუსიო, უკან რომ მოვიხედეთ კვამლი და ცეცხლი იყო. დენის კაბელებს გაუჩნდაო, უცებ ჩავუშვით ბავშვები და შემდეგ ჩავედით დიდებიც. ძალიან შეგვეშინდა, პოლიციაც მოვიდა. ამ ავტობუსით გავაგრძელეთ ექსკურსია, მაგრამ ერთ მშობელს და ბავშვს შეეშინდა და აღარ გამოგვყვნენ”,- უთხრა ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა “ინფო იმერეთს”.
ბავშვები ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო