ესპანეთი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1%-ს დახარჯავს

ესპანეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან (NATO) მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მას აღარ ექნება ვალდებულება, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე გაზარდოს.
ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კვირას სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. ესპანეთის პრემიერის თქმით, ესპანეთი შეინარჩუნებს ვალდებულებებს 32-წევრიანი სამხედრო ალიანსის წინაშე, თუ თავდაცვაზე მშპ-ს 2.1%-ს გამოყოფს.
„ესპანეთის მთავრობამ NATO-სთან ახლახან მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ დადებითად ვაფასებთ. ის გვაძლევს საშუალებას, დავიცვათ ჩვენი ვალდებულებები ატლანტიკური ალიანსის მიმართ და შევინარჩუნოთ ერთიანობა ისე, რომ არ დაგვჭირდეს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის დახარჯვა. ჩვენ ვირჩევთ, რომ ჩვენი მშპ-ს 2% მივმართოთ ესპანეთის, ევროპისა და NATO-ს დაცვას, ხოლო დანარჩენი მოვახმაროთ სოციალურ პოლიტიკას, დიპლომატიას, განვითარებას, გლობალურ ვაჭრობასა და ჩვენს კეთილდღეობას“ – განაცხადა ისრაელის პრემიერმა პედრო სანჩესმა.
ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ ესპანეთს. მათ ტერმინი „ყველა მოკავშირე“ ამოიღეს დოკუმენტიდან.
სანჩესის თქმით, ესპანეთი ვერ აიღებს ვალდებულებას თავდაცვის 5%-იან დანახარჯზე. ნატოს შეფასებით, გასულ წელს ესპანეთმა თავდაცვაზე მშპ-ს მხოლოდ 1.28% დახარჯა, რაც ალიანსში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აპრილში სანჩესმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს თავდაცვითი ხარჯები 2%-მდე გაიზრდებოდა, თუმცა ამ ნაბიჯს ქვეყანაში კრიტიკა და დაპირისპირება მოჰყვა, მათ შორის მისი პოლიტიკური მოკავშირეებისგანაც.
euronews georgia

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”