გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება – ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებელია კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არის და რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპისთვის და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად.
ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას გერმანიაში, სადაც მშვიდობიანად და თავისუფლად ვცხოვრობთ“, – განაცხადა იოჰან ვადეფულმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
ამასთან, მინისტრმა Spiegel-თან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ რაც უფრო თანმიმდევრული იქნება დასავლეთი მოსკოვის მიმართ, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ მოლაპარაკებებზე დათანხმდება.
„ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებელია კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა