ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – დაკავებულია ათობით ადამიანი

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 140 000 მომიტინგე შეიკრიბა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს.
შეგახსენებთ, სტუდენტების, ოპოზიციის, მასწავლებლების, მუშებისა და ფერმერების საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1-ელ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)