მწვრთნელების გაძევება და გაცხარებული კვარაცხელია – “ნაპოლიმ” “მონცას” ვერ სძლია [VIDEO]

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩი 0:0 დასრულდა.
პოლიტანოსა და ოსიმენის დისკვალიფიკაციის და ნათანის ტრავმის გამო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე მოქმედებდა და პერეირას ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი შანსი მასპინძლებს მე-40 წუთზე მიეცათ, მაგრამ ანგისას გატანა მეკარე დი გრეგორიომ არ დაანება, შემდეგ „კვარას“ დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა მეკარესთან პირისპირ
გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. 66-ე წუთზე კარში დარტყმული ბურთი ხელზე მარიო რუის მოხვდა და პესინას პენალტიდან უხეიროდ დარტყმულ ბურთს მერეტი დაეუფლა. მერე კვარაცხელიამ ძერბინი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში „კვარამ“ ყვითელი ბარათი ჩიტადინის მიაღებინა. ამას ხვიჩასა და ბონდოს შეხლა-შემოხლა, ორივე ფეხბურთელის გაფრთხილება და ორივე გუნდის მწვრთნელის გაძევება მოჰყვა. ბოლოს “ნაპოლი” შტურმზე გადავიდა, გაეტანოს დარტყმული ბურთი დი გრეგორიომ მოიგერია და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 იანვარს გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.
ნაპოლი – მონცა 0:0
გამოუყენებელი პენალტი: პესინა (67, მონცა)
Kvara gamagrdi,yvelaferi dalagdeba.sadaa is sazogadoeba nopolshi ro garbodnen da kvarati reklamebs iketebdnen?kvaras exla unda tanadgoma da gadzliereba tore kargad ro misdioda saqmeebi I’m dros kiar chirdeboda.
დაუბლაგვდა ფეხები თუ რა ჭირს არ ვიცი , ზედმეტად ნერვიულობს ? უკვე მერამდენე თამაშია სადაც შეეძლო key პლეიერი ყოფილიყო და მის დარტყმას გადამწყვეტი გოლის სტატუსი ჰქონოდა და აფუჭებს და აფუჭებს ამ მომენტებს. ცივსისხლიანობა დაკარგა ? ნუ ბურთს რომ უფარებენ და უფარებენ ეგ უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.