საფრანგეთში შეიქმნა დაკვეთილი მკვლელობების სერვისი, სახელწოდებით UberKills. ამის შესახებ გაზეთი Le Monde იტყობინება. სერვისი Telegram-ზეა დაფუძნებული.
სტატიაში მოყვანილია მკვლელობის შემთხვევა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ სერვისით შეუკვეთეს და განახორციელეს: აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ ვოლ-ან-ველინში, აბდელ ჰაკიმ ბ. აპრილში მოკლეს. მას თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, სამჯერ ესროლეს.
UberKills-ის გარდა, Telegram-ს, გაზეთის ცნობით, აქვს ნარკოტიკების კურიერების სერვისიც, სახელწოდებით UberShit. სერვისი 2020 წელს შეიქმნა და საკვების მიტანის სერვისად იყო შეინიღბა.
სწორედ ასეთი სერვისები გახდა Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის, დაკავების საფუძველი 2024 წლის ზაფხულში. იმ დროს საფრანგეთის ხელისუფლებამ ბიზნესმენი უკანონო საქმიანობაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. დუროვის თქმით, საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები მას Telegram-ის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების უუნარობაში ადანაშაულებენ. მისი შეფასებით, ასეთი ბრალდება აბსურდულია. მისი თქმით, ეს იგივე იქნებოდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ან საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის დაპატიმრება ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
