პეტერ ფიშერი – ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო – პოპულარიზდება გარემო: „ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ”, ეს მენტალიტეტი „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს

ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო – პოპულარიზდება გარემო:„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ”, ეს მენტალიტეტი„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მსგავსი მენტალიტეტი დემოკრატიას ეწინააღმდეგება.
„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს – პარლამენტში„ქართული ოცნების” ყოფილი წევრს. პოპულარიზდება„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ” გარემო. ეს მენტალიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და.„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,” – წერს ფიშერი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია”.
„ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ