ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„კრემლში მყოფ იმპერიალისტს [ვლადიმერ პუტინი] მოლაპარაკებები არ სურს, მას მშვიდობა არ სურს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე გერმანიამ და ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.
„რუსეთი სრულად სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა. მომავალ წელს რუსეთის არმია იმაზე ორჯერ დიდი იქნება, ვიდრე უკრაინაში ომამდე იყო“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
