ძლიერი საქართველო: ხვალ, 19:00 საათზე ვიკრიბებით მარჯანიშვილზე, მივემართებით რუსთაველზე

ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ხვალ, “რუსთაველის გამზირზე გაერთიანდება ძალისხმევა მთავარი მიზნებისთვის – ახალი საპარლამენტო ს მიღწევა და პოლიტპატიმრების თავისუფლება”.
“ჩვენ, კოალიცია ძლიერი საქართველო ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას მთავარი მოთხოვნებით – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების თავისუფლება. გამოვიყენებთ ყველა გზას და შესაძლებლობას იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზნებს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ჩვენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში, ასევე ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი ვეფხია კასრაძე, მეორე წევრი – ვასილ კაძელაშვილი არიან პოლიტიკური პატიმრები და მიუხედავად ამისა, არც ერთი ნაბიჯით უკან, ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. […]
ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მუხტს და ბრძოლას პოლიტპატიმრებისთვის. ხვალ, 29 ივნისს შედგება საპროტესტო მარში ჩვენი და ყველა პოლიტპატიმრის სახელისთვის, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც დუმან დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება, არაფრის ფასად. ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე, 19:00 საათზე და მარშით მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც გაერთიანდება ჩვენი სხვადასხვა მსვლელობა და ძალისხმევა მთავარი მიზნებისთვის”, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.