ისრაელმა ირანთან 12-დღიან ომში $3 მლრდ-ით იზარალა – ისრაელური მხარე

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ირანმა და ისრაელმა 12-დღიანი ომით მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყეს.
ს ფინანსთა სამინისტრო იუწყება, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების მიერ ქვეყნისთვის მიყენებულმა ფინანსურმა ზარალმა 10 მილიარდ შეკელს, ანუ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ეს თანხა მოიცავს როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ისე ბიზნესზე მიტანილ ზიანს. 3 მილიარდის ზარალი დოლარი მოიცავს მხოლოდ იმ თანხას, რაც ბიზნესისთვის კომპენსაციების გადახდას და დაზიანებული ობიექტების აღდგენას დასჭირდება. თუმცა ამ ხარჯებში გათვალისწინებული არ არის თანხის ის ოდენობა, რაც თავდაცვითი სარაკეტო სისტემების ხელახლა შეიარაღებას დასჭირდება.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, უფრო გრძელვადიანმა ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა $12 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. სავარაუდოდ, ამ თანხაში შეყვანილია სარაკეტო შეიარაღების განახლების ხარჯები და ეკონომიკის შენელებით გამოწვეული ზიანი. ისრაელის ბანკის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი $6 მილიარდი დოლარი, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნის მშპ-ს 1%-ი იქნება.
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყნის ისტორიაში ამაზე დიდი ფინანსური ზარალი სამოქალაქო ობიექტებს არ მიუღიათ. სამთავრობო უწყებებმა 32,975 კერძო ფართისა და 4,119 ავტომობილის მფლობელს აუნაზღაურეს მიყენებული ზარალი. საწყის ეტაპზე მათთვის სახელმწიფომ 5 მილიარდი შეკელი, ანუ $1,4 მილიარდი დოლარი გამოყო.
ისრაელის მთავრობის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავეს, მიყენებულმა ზარალმა ცხადყო, რომ უსაფრთხოების სფეროზე დამატებითი რესურსის მიმართვაა საჭირო, რათა სამომავლოდ მოსახლეობას, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას ნაკლები ზიანი მიადგეს.