FIDE-ს მსოფლიო თასზე ქართველი მოჭადრაკეები საპრიზო ადგილების მოპოვების შანსს ინარჩუნებენ

ბათუმი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ საბავშვო საჭადრაკო ტურნირს — FIDE-ს მსოფლიო თასს მასპინძლობს 8 – 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
დარბაზში 40-მდე ქვეყნიდან ჩამოსული 300-მდე ნორჩი მოჭადრაკე იბრძვის გამარჯვებისთვის.
ისინი ჩამოვიდნენ ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებიდან.
მიმდინარე FIDE-ს მსოფლიო თასი ტარდება სტანდარტულიდან განსხვავებულ ფორმატში, რაც ტურნირს კიდევ უფრო საინტერესოს და დაძაბულს ხდის.
თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც გოგონათა, ისე ღია ტურნირებში, ასპარეზობა მიმდინარეობს შვეიცარიული სისტემით — 7 ტურად, ორ ქვეჯგუფში.
ქვეჯგუფში შესაბამის ადგილზე გასული მონაწილეები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან – ორი პარტიისგან შემდგარ გადამწყვეტ მატჩში.
ფინალამდე ორი ტურით ადრე, რამდენიმე ქართველი მოჭადრაკე ლიდერთა ჯგუფში იმყოფება და ფინალში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს.
მიმდინარე შედეგები:
👧 U12
თეა რუსიტაშვილი – 4 ქულა;
მარიამ გიორგაძე – 3.5 ქულა;
👦👧 U10
სარა სალთხუციშვილი – 3.5 ქულა;
ლაზარე ჩხარტიშვილი – 3.5 ქულა;
👦 U08
იოანე ანთია – 3,5 ქულა;
ცოტნე ნანავა – 3.5 ქულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო