ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ს ყველაზე მასიურ საჰაერო დაბომბვას მოყვა.
„ამერიკელ ერს შეუძლია იამაყოს სიცოცხლეებით, რომელთა გადარჩენაში დახმარება შევძელით, და მხარდაჭერით, რომელიც ს გავუწიეთ, რომელიც საკუთარ ერს, საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს. მაგრამ თუ კონგრესი ახალ წელს სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, ჩვენ ვერ შევძლებთ იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო სისტემების გაგზავნას, რომლებიც უკრაინას საკუთარი ერის დასაცავად სჭირდება. კონგრესმა ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და შემდგომი დაყოვნებების გარეშე იმოქმედოს,” – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის ფსონები უკრაინას სცდება და ნატოს მთლიან ალიანსს, ევროპისა და სამომავლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების უსაფრთხოებას ეხება, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, არამედ ნატოში აშშ-ის ზოგიერთ მოკავშირესაც ემუქრება.
„როდესაც დიქტატორებსა და ავტოკრატებს უხეში ქმედებების უფლება ეძლევათ, იზრდება იმის რისკი, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ იქნება ჩართული და შედეგები მთელს მსოფლიოში ისმის. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს