რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნიკოლაი შულგინოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთში ნავთობის მოპოვების სავარაუდო მოცულობა 523 მილიონი ტონა ან ოდნავ ნაკლებია.
„ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მოსალოდნელი (პროგნოზი 2023 წლისთვის – IF) – 523 მილიონი ტონა ან შეიძლება ცოტა ნაკლები“, – აღნიშნა შულგინოვმა.
ოქტომბერში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გამოაცხადა ნავთობის მოპოვების პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 525-527 მილიონი ტონის ოდენობით.
2022 წელს რუსეთმა 535 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოვა.
ამრიგად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი შესაძლოა 2,2%-ით შემცირდეს.
