უკრაინა და ომის 674-ე დღე – საოკუპაციო ძალამ კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა

4 დაღუპული და 23 დაშავებული – საოკუპაციო ძალამ ს სამოქალაქო ინფრსტრუქტურა დაბომბა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ლუკიანოვსკაიას მეტრო-სადგური, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. კომბინირებული შეტევა ოუპანტმა უპილოტო საფრენი აპარატებით და ფრთოსანი რაკეთებით დილიდან განახორციელა.
სამძებრო ოპერაცია გრძელდება დნიპროპეტროვსკში. აქ რუსულმა არმიამ მიზანში სავაჭრო ცენტრი და სამშობიარო სახლი ამოიღო. ძლიერი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. უმძმესი დაზიანება მიიღო 20-მა. მათ შორის არიან არასრულწლოვნები.
მსხვერპლია ოდესაში. საჰაერო შეტევის შედეგად კრიტიკულად დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. საპორტო ქალაქში აგრესორის მიერ გაშვებული დრონის აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ჰოსპიტალიზებულია – 17. დაზიანდა ეკლესიის სახურავი.
25 დაშავებულია ზაპოროჟიეში. ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აფეთქდა, სადაც ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. დაიღუპა 6 მშვიდობიანი. კრიტიკული ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ობიექტებს.
ნანგრევებიდან ამოიყვანეს შუახნის მამაკაცი ხარკოვში. მას მრავლობით მოტეხილობა აღენიშნება.საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა კიდევ 1 დაშავებული . მსხვერპლია ლვოვშიც. აქ მიზანში ოკუპანტებმა სასწავლო დაწესებულებები ამოიღეს.
უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმოებულ მასშტაბურ იერიშს ს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ წერტილოვანი დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, 29 დეკემბერს საოკუპაციო ძალამ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის 158 საშუალება გამოიყენა. თავდაცვის სისტემამ 27 უპილოტო საფრენი აპარატის და 87 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. მათ შორის “იქს – 101, 55 და 555” ტიპის შეიარაღება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა