“ვერც გავიგე, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ რა დანაშაული ჩაიდინეს… კვაზი კანონებით დაიწყეს შეტევა” – ბიზნესმენი

“ვერც გავიგე, მ და ბადრი ჯაფარიძემ რა დანაშაული ჩაიდინეს. რაღაც კვაზი კანონებით დაიწყეს შეტევა ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოებრივ მოძრაობებში აქტიურები არიან… ვთვლი, რომ არცერთი ადამიანი არაა ღირსი, უსამართლოდ იჯდეს ციხეში“, – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი გია პირადაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ხაზარაძე-ჯაფარიძის 8-8 თვის დაპატიმრებას „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო.
“ვინივერიას“ და „შატო მერე ვაინსის“ თანადამფუძნებელი ფიქრობს, რომ ფაქტზე საკუთარ პოზიციას სხვა ბიზნესმენებიც დააფიქსირებენ.
ამასთან, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ არა მხოლოდ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, არამედ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებული 7-8-თვიანი პატიმრობა უსამართლოა.
„დარწმუნებული ვარ, მამუკას და ბადრის დაკავებით, ძალიან დიდი რეპუტაციული დარტყმა მიადგა როგორც ქართულ ბიზნესს, ისე საქართველოში უცხოელ ბიზნესმენთა აქტივობასაც. ახალს არაფერს არ ვამბობ – ამხელა ფინანსური ინსტიტუციის შემქმნელი ადამიანები ისჯებიან გაურკვეველი მიზეზით, დიახ, აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზია კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო დაპატიმრება, რადგან არსებობს უამრავი საშუალება და გზა, სხვა ფორმით მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ამისთვის ადამიანების ციხეში გამომწყვდევა აუცილებელი არ იყო…
ისეთი სრულყოფილი ინსტიტუცია, როგორიც ა, რომელიც არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების საბანკო სფეროს უსწრებს წინ, არამედ დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას, შექმნილია მამუკას და ბადრის და მათი გუნდის მიერ და ამის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ბიზნესი დავიწყე მაშინ, როცა თიბისი დაარსდა. ის პირველი ბანკი იყო, ვისთანაც მქონდა ბიზნესურთიერთობა და მახსოვს, ძალიან რთული იყო ჩემი მხრიდან მათი დარწმუნება, რომ ჩემს ბიზნეს-იდეებში ფული ჩაედოთ, მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, ყველაფერს თავი გავართვით… მე ყველაზე პატარა ვარ მათ შორის, ვინც ამ ბანკის მეშვეობით საკუთარი და ქვეყნისთვის ძალიან საჭირო ბიზნესები ააწყო და კარგი საქმეები გააკეთა. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან დიდი უსამართლობაა, ადამიანების უსამართლოდ ციხეში ჩასმა“, – განაცხადა გია პირადაშვილმა და იქვე დასძინა, რომ უსამართლობად მიაჩნია ახალგაზრდების ციხეში გამომწყვდევაც.
„ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი და შეიძლება, უფრო მეტი საქმე და სიკეთე გააკეთონ და ბევრად გაუთქვან სახელი საქართველოს, ვიდრე ეს ჩვენ მოვახერხეთ ბადრის და მამუკას თამადობით… რატომ უნდა ისხდნენ ციხეში?!” – აღნიშნა „ვინივერიას“ და „შატო მერე ვაინსის“ თანადამფუძნებელმა.