არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ

არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ
გარედან მუდმივი რყევის ფონზე, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ შორის, ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც.
„რატომღაც, ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდ გულზე ჩვენს სახელმწიფოსთან. ჩვენ ვხედავდით მცდელობებს იმისა, რომ გარედან დაესუსტებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, მაგალითად გარე ფარული დაფინანსებით ცდილობდნენ შეერყიათ ჩვენი ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ ლგბტ პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა ფარულად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გაუვიდოდათ და იქნებოდა შესაძლებელი.
თქვენ გახსოვთ ასევე, მაგალითად პირდაპირ უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, არაერთი ჩარევა, მაგრამ მინდა გაგახსენოთ ერთი კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე დაიბარა ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა და მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ვენის კონვენცია, დაარღვია და ფეხქვეშ გათელა ყველა პრინციპი სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების. ამის შემდეგ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და მან თავიდან ბოლომდე სამართლიანად სცნო ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ბოდიშიც არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლება ასე მოეპყროს ქართულ სახელმწიფოს. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და ასე უდიერად ეპყრობოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონკრეტულად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.
ვიღაცამ ჩათვალა, რომ უცხოელს შეეძლო გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. მახსოვს, სულ რაღაც 2-3 წლის წინ, როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის, დოპლომატები, რომლებსაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან, პირდაპირ მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად, ხშირად ჩვენი გვერდის ავლით წერდნენ ხოლმე და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს.
ასევე მახსოვს, როგორ გვკარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრად და ვინ არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო დაასუსტეს და ასე უხეშად შეიძლებოდა მოქცეოდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მ აღნიშნა, ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხელი გაერტყათ პოლიცილებისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა.
„რატომღაც ასე ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მას არ ექნებოდა ამაზე რეაგირების შესაძლებლობა.
ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო ს შედეგები, პარლამენტი არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხვეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს, რომ დასუსტებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ.
ასევე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ როდესაც იყო ასაშენებელი, მაგალითად ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, ვიღაცები შეიძლება გამოსულიყვნენ და არ დაეშვათ ეს ყველაფერი. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო არ იყო საკმარისად ძლიერი ამისათვის.
ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ფული მოეპარა. ჩათვალა, რომ არ იყო სახელმწიფო საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ამაზე რეაგირება მოეხდინა. ვიღაც ნარკოტიკს ჰყიდდა, ახალგაზრდებს წამლავდა და ა.შ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. ჩვენ არასდროს არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ. არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს