აქციაზე დაკავებული ანრი კვარაცხელიას პროცესს დაესწრო

მოსამართლე და პროკურორი დგანან ერთ მხარეს, ისინი ერთობლივი ძალისხმევით ასამარებენ სამართალს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
აქციების ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ანრი კვარაცხელიას პროცესს დაესწრო.
“დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა თუ როგორ შორს არის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ობიექტურობისაგან. როგორც სხვა დაკავებულების პროცესებზე, დღესაც მოსამართლე და პროკურორი დგანან ერთ მხარეს, ისინი ერთობლივი ძალისხმევით ასამარებენ სამართალს. რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ პირებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, ამას ვერავინ გაექცევა” – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი