ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს რეკორდულად მაღალი – 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს

ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს რეკორდულად მაღალი – 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს
მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით – 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ საანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით.
„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 2 მლრდ ლარია.
აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი – 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი და შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი: წარვადგინეთ ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მინდა ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო – დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში

წითელი ხალიჩისა და სიტყვა „პროგრესის“ უკან იმალებოდა ომის გაყინვის ფორმულის ძიება და ახალი ბირთვული გარიგება, ხოლო მთავარ იმიჯურ საჩუქრად ტრამპისთვის, პუტინის აღიარებითი ხაზგასმა მიმაჩნია