პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მთავრობის ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ“ პროექტს მხარი დაუჭირა – პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს

პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ“ პროექტს მხარი დაუჭირა. მთავრობის ინიციატივა, მესამე მოსმენით – 81 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
მთავრობის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს. ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით.
ამავე პროექტით, მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით და მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. რაც შეეხება პროცედურას, კანონპროექტით, პირმა, მიწის ნაკვეთის ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, შესაბამისი განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ