როჯერ უიკერი – „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, ტრაგიკულად – მას ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით, კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს

ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით, „ქართულ ოცნებას“ კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს, პასუხისგების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში უკრაინის საკითხზე გამართულ მოსმენაზე ისაუბრა, რომლის დროსაც საქართველოს თემასაც შეეხო.
„ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, დავამატებდი – ტრაგიკულად. ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით, „ქართულ ოცნებას“ კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს პასუხისგების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს“, – აღნიშნა სენატორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო