თარგამაძე ფიქრობს, რომ მისი დაკავება რუსეთის დაკვეთაა

გივი თარგამაძე ფიქრობს, რომ მისი დაკავება ს დაკვეთაა, სადაც მას პატიმრობა აქვს მისჯილი და ძებნაზეც იმყოფება. თარგამაძის თქმით, რუსეთი მის აფეთქებასაც ცდილობდა, თუმცა გადარჩა და “კიდევ გადარჩება”.
დღეს, 27 ივნისს გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
“მგონია რომ რუსეთის დაკვეთაა, ამაფეთქეს კიდევაც რუსებმა, აქვთ გეგმები. მაქვს უფლება რომ მეგონოს”, – აცხადებს გივი თარგამაძე, რომელიც ასევე იხსენებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მას აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენება აქვს მიცემული და მის მიერ დასახელებული ხუთივე პირის წინააღმდეგ (ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები) სასამართლომ დაკავების ორდერები გამოსცა.
“ეგეც არ გამოვრიცხოთ. ის ორდერები რაც გაიცა, 5 ორდერია და ხუთივე პირადად ჩემი ჩვენების საფუძველზე არის გაცემული”, – აცხადებს თარგამაძე და დასძენს, რომ ცინიზმია, როდესაც მას წულუკიანის კომისიაზე არმისვლისთვის იჭერენ, რადგან წულუკიანი იყო ის იუსტიციის მინისტრი, რომელიც ტრაბახობდა ჰააგაში მოგებული საქმით, რისი ნაწილიც მისი ჩვენებაც იყო.
გივი თარგამაძეს რუსეთსა და ბელარუსში პატიმრობა აქვს შეფარდებული იქაური ოპოზიციის დახმარების მოტივით. ის ენმ-ს ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იყო. თარგამაძე პოლიტიკურ საქმიანობას 2012 წლის შემდეგაც აგრძელებდა, თუმცა ბოლოს პოლიტიკიდან წავიდა. თარგამაძის მსგავსად არაერთი ადამიანი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლისთვის, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ენმ-ს ხელისუფლებასთანა არანაირი შეხება არ ჰქონიათ.