რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 363 დრონით, Х-47 М2 „კინჟალის“ ტიპის ორი აერობალისტური რაკეტით და „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 365 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, განეიტრალებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი – 8 ლოკაციაზე“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი მიმართულება ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტაროკონსტანტინოვი იყო.
დრონები რუსებმა ქალაქებიდან: კურსკიდან, შატალოვოდან, ორიოლიდან, ბრიანსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს, „კინჟალები“ რუსეთის ფედერაციის რიაზანის ოლქიდან და „კალიბრის“ რაკეტები – კასპიის ზღვის აკვატორიიდან.
