ირაკლი კობახიძე – ლობიზმი, რაც მოქმედებს აშშ- ში, საკამათო ინსტიტუტია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის – არ ვიქნებოდი მისი საქართველოში გადმოტანის მომხრე

ლობიზმი, რაც მოქმედებს – ში, საკამათო ინსტიტუტია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის, არ ვიქნებოდი მისი საქართველოში გადმოტანის მომხრე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის“ დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომ დეპუტატებს ლობისტური საქმიანობის უფლება უნდა მიეცეთ.
კობახიძის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ პოლიტიკოსის მიერ დაფინანსების მიღება აკრძალულია, ხოლო პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ და უანგაროდ.
„პოლიტიკოსის დაფინანსებას მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს. ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც აქვს პოლიტიკოსს, უნდა იყოს დეკლარირებული შესაბამისი სამსახურის წინაშე. რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ პოლიტიკოსის მიერ დაფინანსების მიღება არის აკრძალული. პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, უანგაროდ ყოველგვარი სარგებლის გარეშე. თუ საუბარია ლობიზმზე, რაც მოქმედებს აშშ- ში, მე მგონია, რომ ესეც საკმაოდ საკამათო ინსტიტუტია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის. ამიტომ მე არ ვიქნებოდი ამ ინსტიტუტის საქართველოში გადმოტანის მომხრე,“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს