დაუყოვნებლივ დავუწესოთ მიზნობრივი სანქციები რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირსა და მათ ოჯახებს – კროსი

“ძვირფასო კოლეგებო, ჩემი გამოსვლა არ იქნება სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ არც დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაციაა ასეთი”, – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა ერიკ-ნიილს კროსმა ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) წევრმა.
ესტონელი პოლიტიკოსი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას შეეხებოდა.
“მინდა გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელები დავარქვათ. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს “დემოკრატიის უკუსვლა”. ეს არ არის დემოკრატიის უკუსვლა. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ რეალურ დროში არის რუსული სტილის, სავარაუდოდ, დან მართული, რუსეთის მხარდაჭერილი საქართველოს მიტაცების პროცესი. ეს არის სახელმწიფოს ხელში ჩაგდება ოლიგარქიული ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც შთაგონებულია და კონტროდება მოსკოვიდან. და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. ქართელი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიან დემონსტაციბეს მართავს ევროკავშირის დროშის ქვეშ. მათი არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფლა, არცერთ კითვას არ გაეცა პასუხი. აცერთს. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?”, – განაცხადა კროსმა.
მან გაიხსენაა, რომ მიმდინარე წლის იანვარში PACE-მ საქართელოს დელეგაციის უფლებამოსილება რამდენიმე დათქმით ცნო. მათ შორის იყო პოლიტიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შეწყვეტა, პოლიციელების მიერ ჩადენლი ძალადობრივი ქმედბეების გამოძება და ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნა. საპასუხოდ, “ქართულმა ოცნებამ” დატოვა PACE და კიდევ უფრო გაამკაცრა რეპრესიები.
კროსმა, კოლეგების მსგავსად, ახსენა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომელებიც სისხლისსამართლებრივი დევის ობიექტები არიან “ქართული ოცნების” ერთქარტიულ პარლამენტში შექმნილ გაგამოძიებონ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
და მისი ე.წ. მთავრობა საქართელოს მიმართულებას 180 გრადისუით ატრიალებს დემოკრატიიდან დიქტატურისკენ. “ქართული ოცნება” სწრაფი ტემპებით აძლიერებს ავტორიტარულ ძალაუფლებას […] მოდი, ვიქნები აბსოლუტურაც მკაფიო – თუ ჩვენ ამას არ ვუპასუხებთ, ჩვენ გავხსებით თანამონაწილეები. დუმილი აღარ არის ნეიტრალიტეტი, დუმილი არის ღალატი. ასე რომ, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივი, მიზანმიმართული სანქციებისკენ საქრთველოში რეჟიმის ყველა ოფიციალური პირის, მინისტრების, დეპუტატების, მოსამართლეების, პოლიციელებისა და მათი ოჯახების მიმართ. მოვუწოდებთ ყველა პატიოსან საჯარო მოხელეს, სამოქალაქო საზოგადოების წევრსა და პოლიციის ოფიცერს საქართველოში – გადადგეს და შეუერთდეს ხალხს. მოგიწოდებთ საქართველოს წინააღმდეგ საქმის აღძვრას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, როგორც ეს იყო საბერძნეთის სემთხვევაში ოდესღაც. იმიტომ, რომ საქართელო არის იმის ზღვარზე რომ გახდეს “ტყვე ერი”, როგორც დღეს არის ბელარუსი და როგორც იყო ევროპის ნახევარი ადრე. ეს იქნება რუსეთის, “რუსკი მირის” [Русский мир – რუსული სამყარო] გამარჯვება და ევროპისა და ამ ასამბლეის დამარცხება”, – განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა.
ამავე თემაზე:
· არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ფასს იხდის ბევრი ქართველი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისთვს – UK-ის დელეგაციის წევრი PACE-ში