არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ფასს იხდის ბევრი ქართველი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისთვს – UK-ის დელეგაციის წევრი PACE-ში

დღეს, 26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ. დებატები ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო საქმეებს.
სესია გახსნა PACE-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენელმა სტივენ გეთნსმა. მან თქვა, რომ ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება არ არის უბრალოდ “კლუბში შესვლა” და თუ რომელიმე ქვეყანას ინტეგრაცია სურს, პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პროცესს.
გენთსმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა პირდაპირ ეწინააღდეგება იმას, რისთვისაც PACE არსებობს.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ფასს იხდის ბევრი ქართველი დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისთვის და იმ უფლებების განხორციელებისთვის, რაც ბევრი ჩვენგანისთვის გარანტირებულია. მიუღებელია პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის, ს, ს, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა პირების, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე არიან. ნება მომეცით შეგახსენოთ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის სიტყვები, რომ ოპოზიციონერების დაპატიმრება არის შეტევა საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტებზე, რომლებიც დღითიდღე იშლება. ეს სერიოზული საკითხია და ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მას”, – განაცხადა სტივენ გეთნსმა.
მან თქვა რომ დემოკრატიული ღირებულებები არის მშვიდობიანი ევროპის საფუძველი და ვინც ამ ღირებულებს პატივს არ სცემს, მისთვის ევროპის კარი ღია ვერ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით