თინა ბოკუჩავა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორისს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორისს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა კონგრესმა რამდენიმე თვის წინ მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ არსებული საარჩევნო გარემო ვერ უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო ჩატარდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)