გრიგოლ გეგელია ვლადიმირ კარამურზას შეხვდა

“ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია რუს აქტივისტ, ვლადიმირ კარამურზას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ოპოზიციონერი ლიდერებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დაპატიმრება.
გეგელიას თქმით, მათ განიხილეს ყველა მიმდინარე საკითხი, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა „პოლიტპატიმრების საკითხი და თქვეს, რომ, რა თქმა უნდა, ისინი გაიმარჯვებენ ბრძოლაში კრემლის წინააღმდეგ“.
„ვლადიმირ კარამურზამ აღნიშნა, რომ ჩვენ ვიმყოფებით საერთო ბრძოლაში. როგორც ის, რუსი აქტივისტი, ასევე ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ძალები ერთი და იგივე რეჟიმის გავლენების, რუსეთის, კრემლის გავლენების წინააღმდეგ ვიბრძვით“,- აცხადებს გეგელია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა