უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რუსეთის ძალების შეტევა შეჩერებულია და საბრძოლო შეტაკებების ხაზი სტაბილიზებულია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რუსეთის ძალების შეტევა შეჩერებულია და საბრძოლო შეტაკებების ხაზი სტაბილიზებულია.
მისივე თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული დანაყოფები აქტიურად ამოქმედებენ თავდაცვის ტაქტიკას და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას სუმის სასაზღვრო რაიონში.
როგორც მთავარსარდალმა განმარტა, კურსკის ოლქში უკრაინის შეტევითმა მოქმედებებმა აიძულა მოწინააღმდეგე, ძალების ნაწილი თავისი ტერიტორიის დასაცავად გაეგზავნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სუმის მიმართულებით შეტევის შესაძლებლობები.
„მაის-ივნისის შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მტრის მიერ „ზაფხულის შეტევის“ მცდელობების ტალღა წელს ჩაცხრება, ისევე როგორც გასულ წელს ხარკოვის ოლქში მტრის მიერ შეტევითი მოქმედებების მცდელობა. ჩვენს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები უკვე იძლევა შედეგს. სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონში რუსული ჯარების წინსვლა ამ კვირიდან შეჩერებულია, საბრძოლო შეხების ხაზი სტაბილიზებულია“, – თქვა სირსკიმ.
