„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდორუს რუსოპულოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდორუს რუსოპულოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საუბარი შეეხო პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული დევნის ახალ ეტაპს“.
„ასევე, ისაუბრეს პროდასავლური კლასის წინააღმდეგობის სტრატეგიაზე, „სინდისის პატიმრების“ საქმეებზე, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის როლზე. ასევე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დევნაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულების გამოძიების ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ივანიშვილის რეჟიმის რუსულობის კიდევ ერთი არგუმენტია“, – ნათქვამია კოალიციის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა