გრიგოლ გეგელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და პარლამენტარებს ხვდება

„ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ცნობით, გეგელია შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს და ასამბლეის პარლამენტარ წევრებს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოდან.
„სრულიად საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა ლიდერების წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე. ჩვენ ვხედავთ უმაღლესი დონის გამოხმაურებას, მათ შორის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და კონგრესის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრისა და პარლამენტის მხრიდან. ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები კარგად ათვიცნობიერებენ, რომ მკაფიო ქმედების გარეშე, ქართველი ხალხი კარგავს თავისუფალ, ეროვნულ და ევროპულ სახელმწიფოს. დღეს დაგეგმილია საგანგებო დებატი საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული სახელმწიფოები არ აპირებენ ქართველი ხალხის რუსული რეჟიმის პირისპირ მარტოდ დატოვებას”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისი თქმით, საქართველომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის ტრიბუნალის შექმნის ისტორიულ ინიციატივას, რომელსაც გუშინ სტრასბურგში ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ევროსაბჭოს ლიდერებმა.
„გვქონდა პატივი, დავსწრებოდით ისტორიულ მომენტს, როდესაც ევროსაბჭოს ეწვია პრეზიდენტი ზელენსკი და ხელი მოეწერა რუსეთის ტრიბუნალის შექმნის პროცესს. ჩვენ ვესწრებოდით პრეზიდენტ ზელენსკის ბრიფინგს, სადაც მან ისტორიულ ინიციატივაზე ისაუბრა. ორმაგი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რუსული აგრესიის ფასი, არ დაუჭირა მხარი ამ მნიშვნელოვან, მართლაც ისტორიულ ინიციატივას, რაც ქართული საგარეო პოლიტიკის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო მომენტია”, – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა