კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება სრულად იკრძალება, რადგან მომსახურების მიმწოდებელი სახელმწიფო იქნება, რომლის ინტერესი არა კომერციული მოგება, არამედ ადამიანის განკურნება იქნება
„არსებობს საკითხები რომელთა ირგვლივ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად ადამიანთა კონსოლიდაცია ხდება, ასეთ საკითხს მიეკუთვნება ნარკოპოლიტიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ვიცით სახელმწიფომ ნარკოდანაშაულს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, ახლახან ირაკლი კობახიძემ ორი ახალი ინიციატივა გააჟღერა ერთი ე.წ. ჩანაცვლებით პროგრამას, მეორე ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანას შეეხება, პრემიერის ინიციატივა გრძელვადიან შედეგზე არის გათვლი, რომლის მიზანი არა პიარი, არამედ რეალური, ხელშესახები შედეგის მიღწევაა“ – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება სრულად იკრძალება, რადგან მომსახურების მიმწოდებელი სახელმწიფო იქნება. აქცენტი კომერციულ მოგებაზე კი აღარ კეთდება – სახელმწიფოს მთავარი ინტერესი ადამიანის ჯანმრთელობა და განკურნებაა.
„არსებობს საკითხები რომელთა ირგვლივ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად ადამიანთა კონსოლიდაცია ხდება, ასეთ საკითხს მიეკუთვნება ნარკოპოლიტიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ვიცით სახელმწიფომ ნარკოდანაშაულს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, ახლახან ირაკლი კობახიძემ ორი ახალი ინიციატივა გააჟღერა ერთი ე.წ. ჩანაცვლებით პროგრამას, მეორე ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანას შეეხება, პრემიერის ინიციატივა გრძელვადიან შედეგზე არის გათვლი, რომლის მიზანი არა პიარი, არამედ რეალური, ხელშესახები შედეგის მიღწევა არის!
სამწუხაროდ საქართველოში ბიზნესმენთა და მეწარმეთა ნაწილი სრულად ვერ იაზრებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ისინი მოქმედებენ მერკანტილური მიზნებით და ფიქრობენ არა ადამიანის განკურნებაზე, არამედ გარკვეულ ნივთიერებებზე მათი დამოკიდებულების გაზრდაზე, რაც ნარკოდამოკიდებულთა პრობლემას ვერ მოაგვარებს, ახალი ინიციატივით ჩანაცვლებითი პროგრამის განხორციელებას საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს, რაც რისკებს მნიშვნელოვნად დააზღვევს და ადამიანებს განკურნების შესაძლებლობას მისცემს, კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება სრულად იკრძალება, რადგან მომსახურების მიმწოდებელი სახელმწიფო არის, მისი ინტერესი არა კომერციული მოგება, არამედ ადამიანის განკურნება იქნება!
მეორე ინიციატივა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს შეეხება, ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემომტანი მხოლოდ სახელმწიფო იქნება, ეს ცვლილება, არაკეთილსინდისიერი შემომტანების ქმედებით არის განპირობებული, რადგან ისინი მას (ფსიქოტროპულ მედიკამენტს) არამიზნობრივად და არა საჭიროებისამებრ ავრცელებდნენ!“ – წერს ჩიხელიძე.
Previous: როდესაც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი, პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივებს წინააღმდეგ პოზიცია – არა მხოლოდ უვიცობის, არამედ ადამიანების სიცოცხლით სპეკულაციის გამოხატულებაა
