საქართველოს ჩემპიონი 14 წლამდელთა შორის ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა. ფინალური სერიის გადამწყვეტ, მე-3 მატჩში ზფა-მ მეგა/მენსანა დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რევაზ მაღლაფერიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ზედიზედ 2 შეხვედრა მოუგო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.
სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა ისეთი დაძაბული არ აღმოჩნდა, როგორებიც წინა შეხვედრები იყო. პირველ მატჩში მენსანამ დაძაბულ ბრძლაში – 90:83 გაიმარჯვა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა მეორე მატჩი, სადაც ზფა-მ ბეწვის ხიდზე გაიარა. შეხვედრის ბოლოს იძალა და საბოლოოდ 63:60 გაიმარჯვა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და გადამწყვეტ მატჩზე დიდი ბრძოლის მოლოდინში თბილისი არენაზე ბლომად მაყურებელი – ძირითადად მოთამაშეთა მშობლები, ნათესავები, მეგობრები და თანააკადემიელები მოვიდნენ.
პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლის შემდეგ ზაზას აკადემიამ უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებას 13-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მეორე პერიოდის ბოლო წამზე, მოედნის ცენტრიდან გიორგი გოჩაშვილმა სამქულიანი ჩააგდო.მოგვიანებით, გოჩაშვილი მატჩის და სრულიად ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რომელიც სპეციალური პრიზით ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, გივიკო ბაქრაძემ დააჯილდოვა.
მესამე პერიოდი მენსანამ აგრესიულად და შედეგიანად კი დაიწყო, თუმცა ზფა-მ მალევე გადაწყვიტა მატჩის ბედი. ამაში ლომის წილი ნიკოლოზ მუშკუდიანს მიუძღვის, რომელმაც სამქულიანებით, რომ იტყვიან, დაბომბა მენსანას კალათი და ზფა-ს გაქცევა განაპირობა. ზფა-ს ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და ყველაფერი ცხადი გახდა.
საბოლოოდ ზფა-მ 78:56 იმარჯვა და საჩემპიონო თასი დაიმსახურა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალზე გუნდის კაპიტანს, გიორგი გოჩაშვილს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჯაფარიძემ გადასცა.
GBF
[VIDEO] დარბაზი დაინგრა – საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
