ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია – ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

დღეს ბრუკლინში დრაფტის პირველი რაუნდი გაიმართა.
“ბრუკლინ ნეტსმა” მე-8 ნომრად, რუსი ცენტრი, ეგორ დემინი აირჩია. როგორც ჩანს, აღნიშნულმა არჩევანმა “ნეტსის” გულშემატკივარი არ გაახარა.
“ეს ვინ არის?” – ამბობს ვიდეოში მამაკაცი
დემინი გასულ სეზონში მადრიდის “რეალის” B გუნდში ასპარეზობდა, სადაც საშუალოდ 10.6 ქულას, 3.9 მოხსნასა და 5.5 შედეგიან პასს აგროვებდა.
ცნობისთვის, დრაფტის პირველი არჩევანი კუპერ ფლეგი გახდა, რომელიც “დალას მავერიქსმა” აირჩია.
ფლეგი “დიუკის” უნივერსიტეტში ასპარეზობდა, სადაც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 19.2 ქულას, 7.5 მოხსნასა და 4.2 პასს აგროვებდა.
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად – “ოკლაჰომა” NBA-ის ჩემპიონი გახდა
კევინ დურანტი კარიერას “ჰიუსტონ როკეტსში” გააგრძელებს
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში – “ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა