– ჰააგა დამნაშავეებს ელოდება

ეს ტრიბუნალი გვაძლევს რეალურ შანსს, უზრუნველვყოთ სამართლიანობა აგრესიის დანაშაულისთვის. ნათლად უნდა ვაჩვენოთ: აგრესია იწვევს სასჯელს და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, მთელმა ევროპამ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ს აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მ და ევროპის საბჭომ მოაწერეს ხელი.
მისი თქმით, ჰააგა დამნაშავეებს ელოდება.
„ჰააგა დამნაშავეებს ელოდება. მადლობა ევროპის საბჭოს, რომ ამ პროცესში ლიდერობა აიღო. სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, მ და ევროპის საბჭომ ს აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში მოეწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს.