სოფელ რუისპირში რესტორანში კაცი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, მას ბრმა ტყვია მოხვდა

შემთხვევა სოფელ რუისპირში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
თვითმხილველების თქმით,ერთ-ერთ სუფრასთან მყოფი პირის ჰაერში გასროლილი ტყვია შუახნის მამაკაცს მოხვდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული და რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავებული.
ექიმის თმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება. ამ დროის ინფორმაციით, ადგილზე მანამდე რაიმე ტიპის დაპირისპირება არ მომხდარა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ