პეტრე ცისკარიშვილი: ნორმალიზება კი არა უღიარებ ბიძინა ივანიშვილს, რომ შევეგუე ამ შენს რეჟიმს, არჩევნებშიც მოგყვები

ახლა მთლად მუნიციპალურ არჩევნებში შევიდეთ, სადაც ს წესებით თამაშობ. საკანონმდებლო ჩარჩო, რაც არსებობდა ბოლო არჩევნებზე, კიდევ უფრო გაგიუარესდა, დამკვირვებლები და კომისიის ე.წ. ოპოზიციური დამოუკიდებელი წევრები პრაქტიკულად გინდ გყოლია, გინდ არა უბნებზე. მთელი სუსი, მთელი ფული, პროპაგანდა ყველაფერი ჩართული იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ და ამას თავი გავანებოთ, არანაირი სანდოობა იმ მანქანების და აპარატების მიმართაც არ არსებობს, რაღაც ხმები რომ მოაგროვოს ოპოზიციამ, იმასაც გაგიბათილებს და რასაც უნდა იმას დაგიწერს. ესეთ “ბრძოლაში” შესვლა, სადაც წინასწარ იცი დაგამარცხებენ, უკვე ითვლის ხოლმე ათჯერ ხომ მოგიგეთო, თორმეტჯერო, რამდენი ჩატარდა 2012 წლიდან მოყოლებული, კიდევ ერთხელ გინდა რომ შეაბიჯო აქ? რისთვის, რომ პარტიული ინფრასტრუქტურა შექმნას საკრებულოებში? ეს გავლილი გვაქვს, ეს გაკვეთილი გავიარეთ. არაფერს ეგ არ მოგცემს, თუ ის გინდა ხელფასიანი ხალხი გყავდეს, კი, გასაგებია იმ ადამიანების ანაზღაურება და ყველაფერი კარგი გინდა რეგიონებში საკრებულოებში, რამდენიმე კაცი, მაგრამ ამით გააფუჭებ უფრო დიდ საქმეს, ნორმალიზებას რომ ეძახიან, ნორმალიზება კი არა უღიარებ ბიძინა ივანიშვილს, რომ შევეგუე ამ შენს რეჟიმს, არჩევნებშიც მოგყვები. მაშინ იარე იმ კომისიაზეც, მიდი, გაეცი კითხვებზე პასუხი და აღიარე ეს რეჟიმი.

ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი, პეტრე ცისკარიშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.