კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა არსებითად გამარტივდება

კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა არსებითად გამარტივდება
კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმპორტიორს აღარ ექნება იმის ინტერესი, გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე.
„კერძო სუბიექტების მიერ იმპორტი აიკრძალება, რაც შეეხება რეცეპტის გამოწერას, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება, ექიმები და მათ შორის კერძო კლინიკებიც იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, არსებითად ეს ქსელი არის კერძო და კერძო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია. აქ მთავარია, იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება.
როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტულ კერძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია. ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება მათ შორის ფსიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. კონტროლის აუცილებლობა დარჩება, კვლავაც აქტუალური იქნება, მაგრამ არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა. იმპორტიორს აღარ ექნება იმის ინტერესი, გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში – ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას