ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2023 წლის ნოემბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 77.7 მლრდ ლარს შეადგენს.
„საბანკო სექტორის კაპიტალი 12.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს “ჰეშ”-სა და სს “პეივ ჯორჯიას” მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.