„ავერსს“ არასდროს არავისთან ჰქონია რაიმე გარიგება“ – ავერსი განცხადებას ავრცელებს

„ავერსს“ არასდროს არავისთან ჰქონია რაიმე გარიგება“, – ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. „ავერსს“ არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ავერსი“ აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.